რაგბი

10:56 | 14.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი: "მარცხის მიუხედავად იტალია საქართველოზე ძლიერია"

ეს ზაფხულის ტესტები ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში პირველად დაამარცხა Tier 1-ის გუნდი. საქართველოს ნაკრების გამარჯვებას არაერთი საერთაშორისო სარაგბო გვერდი, მათ შორის World rugby-ც გამოეხმაურა.

იტალიურ მედიაში კი ვრცელდება იტალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტის მარსიო ინოკენტის ინტერვიუ, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ მარცხის მიუხედავად, იტალია მაინც საქართველოს ნაკრებზე ძლიერი გუნდია.

"ბათუმში მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქროულის მიმართ დიდი ნდობა გაგვაჩნია. საქართველოს ნაკრებთან წაგებამ 6 ერზე უელსთან გამარჯვება გადაფარა. ვულოცავ ქართველ მორაგბეებს გამარჯვებას, თუმცა, ვფიქრობ, იტალია მაინც უფრო ძლიერი გუნდია."-თქვა მარსიო ინოკენტიმ.

გეტყვით იმასაც, რომ იტალიასთან გამარჯვების შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" რეიტინგში დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს - იტალია-სამოას გადაასწრეს და მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე არიან. ლევან მაისაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 ივლისს, ქუთაისის "აია არენაზე", პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, პორტუგალია ის ერთადერთი გუნდია, რომელთანაც განვლილ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ -25:25.

ტატო ნიკურაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118956