სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

13:32 | 13.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე: "ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანი თამაში და მისგან სიამოვნების მიღებაა"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ბრატისლავის „სლოვანის“ ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ სლოვაკურ მედიას ინტერვიუ მისცა. 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, როგორც „დინამო ბათუმთან“ დღევანდელ მატჩზე, ისე საკუთარ მდგომარეობასა და გუნდთან ადაპტაციაზე ისაუბრა.

- როგორია თქვენი შეგრძნებები და შთაბეჭდილებები ბრატისლავაში პირველი დღეებიდან?

- ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, ახალ გარემოს ვეჩვევი. ხალხი ძალიან კარგია, ვარჯიშები კარგია, გუნდში ბიჭებმა კარგად მიმიღეს. ბრატისლავაც ძალიან ლამაზია.

- ერთი წლით გახდით ყველაზე ცნობილი სლოვაკური კლუბის ფეხბურთელი. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- მოუთმენლად ველოდები „სლოვანში“ მუშაობას. მთლად უცნობ გუნდში არ მივსულვარ, რადგან აქ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ. მწვრთნელ ვაისსაც ვიცნობ. ვფიქრობ, რომ სხვა ბიჭებთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ რაღაც კარგს.

- თქვენს გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშეს „სლოვანში“ მოთამაშე თანამემამულეებმა?

- ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. ორივემ „სლოვანი“ შესანიშნავად დამიხასიათა.

- თქვენ სხვადასხვა საფეხბურთო თაობიდან ხართ. ისინი 30 წელს გადაცილებული არიან გამოცდილი, თქვენ კი მხოლოდ 22 წლის ხართ. მაინც კარგად უგებთ ერთმანეთის?

- დიახ, ჩვენ სხვადასხვა თაობა ვართ, მაგრამ ეს ფეხბურთში ბევრს არაფერს ნიშნავს. ქართველები ვართ და ერთმანეთის გვესმის. ორივე დიდი მოთამაშე და პროფესიონალია. ასე ვიტყვი, საერთო ენის გამონახვა და დამეგობრება არ არის რთული.

- რას ნიშნავს თქვენთვის მწვრთნელი, ვლადიმერ ვაისი? ისიც იყო გარდამტეხი იმაში, რომ „სლოვანის“ შეთავაზებას დათანხმდით? მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თქვენს კარიერაში, რადგან პირველი იყო, ვინც მოგცათ შანსი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. იქნებით მისი სამუდამოდ მადლიერი ამისთვის?

- ამისთვის, რა თქმა უნდა, ყოველთვის მადლობელი ვიქნები მისი. მე ვიცი, რას მოითხოვს ის ფეხბურთელებისგან და როგორი ფეხბურთს მიმდევარია, ისევე როგორც ის მე მიცნობს. რა თქმა უნდა, არ დამავიწყდება, რომ მან პირველმა მომცა შანსი ნაკრებში, სადაც ერთად წარმატებას მივაღწიეთ.

- ზაფხულში "გენტში“ დარჩენას შემადგენლობაში ადგილისთვის მოსაპოვებლად ბრძოლაზე ხომ არ ფიქრობდი? ან იყო „სლოვანი“ თქვენი პირველი არჩევანი?

- დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ მწვრთნელ ვაისს გუნდში ჩემი ყოფნა უნდოდა. ზოგადად, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ფეხბურთის თამაში და სიამოვნების მიღება.

- როგორ ხართ ფიზიკურად და როგორ ფორმაში ხართ ამჟამად?

- „დინამო ბათუმთან“ პირველ მატჩში ისე ვითამაშე, რომ გუნდთან მხოლოდ ორი ვარჯიში მქონდა. მე მჯერა, რომ მხოლოდ მოვუმატებ ყოველი მომდევნო ვარჯიშით. იგივე ეხება ფიზიკურ მხარესაც. საჭიროა გუნდთან ადაპტაცია, შეგუება. მჯერა, რომ ახლა უკეთ მოვემზადები.

- სერიოზული ტრავმა გქონდათ. რთული იყო ამ ყველაფრის დაძლევა, ხანგრძლივი იძულებითი შესვენება?

- მე არ გამიმართლა და ტრავმები მივიღე. ახლა ფორმაში ვარ. კარგად ვარ და არ მინდა ამ თემაზე დაბრუნება. მე მხოლოდ წინ ვიყურები.

- როცა 2017 წელს „გენტში“ წახვედით, სხვა კლუბებიც გაკვირდებოდნენ, როგორიცაა „ლივერპული“ და „ლევერკუზენი“. ხანდახან გაინტერესებთ, სად შეიძლებოდა ყოფილიყავით, სერიოზული ტრავმა რომ არ მიგეღოთ?

- არ მინდა ამ კლუბების დასახელება, მაგრამ მართალია, რამდენიმე ქვეყნიდან იყო დაინტერესება. მათი ყურადღების მიქცევა 2017 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მოვახერხე. მაგრამ ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატამდე მქონდა კონტრაქტი „გენტთან“ გაფორმებული.

- რის მიღწევას ისურვებდით „სლოვანის“ მაისურით მომავალ სეზონში?

- პირველ რიგში, დინამო ბათუმის ბარიერის დაძლევა მინდა. მერე კი შეგვეძლება უფრო შორს ვიყუროთ.

- როგორ აღიქვამთ „სლოვანის“ დღევანდელ მეტოქეს? ეს არის კლუბი, რომელსაც კარგად იცნობთ...

- კარგი გუნდია, როგორც ეს პირველ მატჩში აჩვენეს. იქ ნამდვილად არაფერი გველოდება იოლი და თან სავსე სტადიონი იქნება.

- თქვენთვის უცნაური იყო მოედანზე იმ ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, რომლებთანაც ერთად საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშობ?

- რა თქმა უნდა, ცოტა უცნაური იყო, როცა სხვადასხვა მაისურით ვთამაშობდით და არა ნაკრებში გვერდიგვერდ. თუმცა მოედანზე ამაზე არ ვფიქრობთ, პირველ რიგში შენს თამაშზე ხარ კონცენტრირებული. ასე იქნება ბათუმშიც.

- სადებიუტო მატჩში 58-ე წუთზე შეხვედით მოედანზე. რას ფიქრობდით საფინალო სასტვენის შემდეგ, როცა „სლოვანმა“ ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა და მხოლოდ უგოლო ფრე ითამაშა? და როგორ ხედავთ საქართველოში განმეორებითი მატჩის წინ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს?

- რთული მატჩი იყო. როგორც ვთქვი, „დინამო ბათუმს“ ვიცნობ, კარგი გუნდია. შანსები ღიაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. წინ სპორტული გამოწვევაა და ვეცდებით ჩვენს მიზანს მივაღწიოთ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11826
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X