რაგბი

19:50 | 12.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა 6 ერის ზაფხულის სერიები მე-6 ადგილზე დაასრულა

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა 6 ერის ზაფხულის სერიების ბოლო შეხვედრაში მარცხი განიცადა. უმცროსი ბორჯღალოსნები, რომლებმაც ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს, მეხუთე ადგილისთვის შეხვედრაში საფრანგეთის 20-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდნენ.

ანგარიში ალექსანდრე ქუნთელიამ გახსნა, რომელმაც ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა და საქართველოს ნაკრები წინ გავიდა, ხოლო გარდასახვა პეტრე ხუციშვილმა ზუსტად დაარტყა, რომელმაც შემდეგ ჯარიმაც გაიტანა და ანგარიში 10:0 გახადა.

ამის მიუხედავად, საფრანგეთმა შემდეგ უპირატესობა მოიპოვა და ჯერ პირველი ტაიმი მოიგო (17:10), ხოლო შემდეგ მეორე ნახევარში უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარა. საბოლოოდ ფრანგებმა 44:17 მოიგეს. „ბორჯღალოსანთა“ მხრიდან მეორე ლელო ლაშა ციხისთავის ანგარიშზეა.

ამრიგად, საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა 6 ერის ზაფხულის სერიები მეექვსე ადგილზე დაასრულა. საფრანგეთამდე საქართველომ იტალიასთან (19:36) და უელსთან (24:30) წააგეს, ხოლო შოტლანდიასთან მოიგეს (55:17).

0.111016