რაგბი

18:15 | 11.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

უმცროსი ბორჯღალოსნები | მე-5 ადგილისთვის საფრანგეთთან

ხვალ, 12 ივლისს უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა ზაფხულის სერიების დასკვნით შეხვედრას მე-5 ადგილისთვის, საფრანგეთთან გამართავენ.

მატჩი ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება.

ფრანგებმა ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიას 42:21 მოუგეს, ინგლისთან 20:29, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან 27:42 დამარცხდნენ და მესამე ადგილზე გავიდნენ.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველი თამაში მასპინძელ იტალიასთან 19:36 დათმეს, მერე უელსთან ნუგეშის ქულა აიღეს – 24:30, ბოლოს კი შოტლანდიას ბონუსით, 55:17 მოუგეს.

ბოლო შეხვედრის შემდეგ ხაზში მხოლოდ ერთი ცვლილებაა და ფრთაზე თამაშს ლუკა სახელაშვილი იწყებს. შეიცვალა მარცხენა ბურჯი და კვაჭი – ლეგიონერები სერგი აბრამიშვილი და ნიკა სუთიძე ფრანგების წინააღმდეგ იწყებენ. მეორე ხაზში გუნდის კაპიტანს პაატა გალდავა შეუწყვილდება, სხვა პოზიციებზე კი მოთამაშეები უცვლელად იწყებენ.

20-წლამდე 6 ერის ზაფხულის სერიები 12 ივლისი. ტრევიზო. ფლეი ოფი (17:00) საფრანგეთი – საქართველო საქართველო

ხაზი: 15. საბა ლიპარტელიანი (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. იოანე მეტრეველი (ლელო), 11. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 2. ნიკა სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), 4. ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. პაატა გალდავა (აია), 6. ლაშა ციხისთავი (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. ბექა შვანგირაძე (ორიაკი, საფრანგეთი);

მარქაფა: 16. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 17. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო), 19. გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), 20. გიგი ქურხული (ვეფხვები); 21. კოტე იაშვილი (აკადემია), 22. მატის მოდებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 23. გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 24. ბექა გელხვიძე (ლელო), 25. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 26. ვიტალი ირემაძე (ბათუმი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

RUGBY.GE

0.101771