რაგბი

10:37 | 11.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა: ბორჯღალოსნებმა იტალია კვლავ უკან ჩამოიტოვეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის რეიტინგში იტალიას კვლავ გადაასწრო. გუშინდელი დიდი გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნებმა 0.72 გულა გამოიმუშავეს და იტალიელები უკან ჩამოიტოვეს.

თავის მხრივ, "აძური" სამოასაც ჩამორჩა, რომელმაც ტონგას აჯობა და რეიტინგში ისევ დაწინაურდა. ქართველ მირაგბეებს 74.51 ქულა დაუგროვდათ და მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიამ ჩვენს ქვეყანას სწორედ ზაფხულის ტესტებზე მოპოვებული გამარჯვებებით გადაუსწრო. მანამდე კი ისინი 2.5 წლიანი პაუზის შემემდეგ გავიდნენ წინ, თუმცა ეს სიხარული ძალიან ხანმოკლე გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილის გუნდმა ბათუმში, იტალიას 28:19 აჯობა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ბორჯღალოსნები ზაფხულის ტესტმატჩების ბოლო შეხვედრას 16 ივლისს, ქუთაისში, პორტუგალიასთან ჩაატარებენ. აღნიშნული შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114248