ფეხბურთი

21:46 | 9.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ პირველივე ვარჯიშზე თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა (+VIDEO)

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ პირველივე ვარჯიშზე თავი გამოიჩინა. ნეაპოლიტანური ვებგვერდები საწყის შთაბეჭდილებას ორი სიტყვით ახასიათებენ - „კვარაცხელიას შოუ“.

ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის“ ფეხბურთელები ორ გუნდად გაყო და ერთმანეთში თამაშისას ხვიჩამ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. მან ჯერ ტექნიკურად ითამაშა, მცველი მოატყუა და გატანა არ გასჭირვებია, მერე კი მარცხენა ფლანგზე მოატყუა მეტოქე და ანდრეა პეტანიას გაატანინა.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ სეზონისთვის მზადება დღეს დაიწყო და კვარაცხელიამაც გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109852