რაგბი

15:24 | 8.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა საქართველოს წინააღმდეგ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის სერიების მეორე შეხვედრას 10 ივლისს, ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე“ იტალიის ნაკრებთან ჩაატარებს.

იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა კირან ქროულიმ მნიშვნელოვანი მატჩის წინ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ასეთია:

15. ანჯე კაპუოცო (გრენობლი), 14. ტომაზო მენონჩელო (ბენეტონი), 13. ხუან იგნასიო ბრექსი (ბენეტონი), 12. მარკო ძანონი (ბენეტონი), 11. ედოარდო პადოვანი (ბენეტონი), 10. ტომაზო ალანი (ჰარლი), 9. ალესანდრო გარბიზი (ბენეტონი), 8. ტოა ჰალაფიჰი (ბენეტონი), 7. მიკელე ლამარო (ბენეტონი), 6. ფედერიკო რუცა (ბენეტონი), 5. მარკო ფუზერი (ნიუკასლი), 4. ნიკოლო კანონე (ბენეტონი), 3. სიმონე ფერარი (ბენეტონი), 2. ჯანმარკო ლუკეზი (ბენეტონი), 1. დანილო ფისკეტი (ძებრე პარმა)

სათადარიგო შემადგენლობა: 16. ჯაკომო ნიკოტერა (ბენეტონი), 17. ივან ნემერი (ბენეტონი), 18. იონ ნეცულაი (ძებრე პარმა), 19. დავიდ სისი (ძებრე პარმა), 20. ჯოვანი პეტინელი (ბენეტონი), 21. რენატო ჯამაროლი (ძებრე პარმა), 22. ალესანდრო ფუსკო (ძებრე პარმა), 23. პაოლო გარბიზი (მონპელიე)

შეგახსენებთ, რომ საქართველო იტალიას აქამდე ორჯერ შეხვედრია, 2003 და 2018 წლებში. ორჯერვე გამარჯვება „აძურიმ“ მოიპოვა. მოახლოებული მატჩი კი 10 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113338