ფეხბურთი

16:40 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" იტალიელი მცველი დაიმატა

მილანის „ინტერმა“ იტალიის 21-წლამდე ნაკრების მარჯვენა მცველი რაულ ბელანოვა დაიმატა.

22 წლის ფეხბურთელი „ნერაძურის“ იჯარით შეუერთდა, რაც კლუბს 3 მილიონი ევრო დაუჯდა, მაგრამ მისი გამოსყიდვის ვალდებულება მომავალ ზაფხულს 7 მილიონ ევროდ ექნება.

აღსანიშნავია, რომ ბელანოვა „მილანის“ აღზრდილია და „როსონერის“ აკადემიაში 13 წელი გაატარა, თუმცა თქვა, რომ ბავშვობიდან „ინტერის“ გულშემატკივარია.

მან ბოლო სეზონი „კალიარიში“ გაატარა და 31 მატჩში 1 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია „ბორდოში“, „ატალანტასა“ და „პესკარაში“, ხოლო იტალიის 21-წლამდე ნაკრებში 14 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.116557