ფეხბურთი

13:10 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა "ინტერში" თითქმის გამოირიცხა

პაულო დიბალას „ინტერში“ ტრანსფერი შეფერხდა. როგორც ჩანს, არგენტინელი კარიერას „ნერაძურიში“ არ გააგრძელებს, ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის ტრანსფერის ალბათობა ძალიან დაბალია.

„ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ გუნდი თავდასხმაში დაკომპლექტებულია და შესაბამისად, თუ „ინტერს“ რომელიმე შემტევი არ დატოვებს, დიბალას დამატება გამორიცხულია.

„დიბალა წარმოადგენს და წარმოადგენდა შესაძლებლობას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეტევაში ამ მომენტისთვის დაკომპლექტებული ვართ. მიუხედავად იმისა, რომ დიბალას მიმართ ჩემი უდიდესი პატივისცემა ისევ არსებობს“, - თქვა მაროტამ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. არგენტინელს „ინტერის“ გარდა, „მილანსა“ და „ნაპოლის“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110974