ჩოგბურთი

17:00 | 2.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნათელა ძალამიძე უიმბლდონს გამოეთიშა

საქართველოს სახელით მოასპარეზე ნათელა ძალამიძე უიმბლდონს 1/16 ფინალში გამოეთიშა. ძალამიძე, რომელიც ალექსანდრა კრუნიჩთან იყო შეწყვილებული, ჰარიეტ დარტისა და ჰეთერ უოტსონის დუეტთან დამარცხდა.

შეხვედრა საათსა და 16 წუთს გაგრძელდა და ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო, რომელიც ძალამიძემ და მისმა მეწყვილემ 4:6 წააგეს, ხოლო მეორე სეტში შანსი პრაქტიკულად აღარ ჰქონიათ - 2:6.

შეგახსენებთ, რომ ნათელა ძალამიძემ საქართველოს სახელით პირველად იასპარეზა, მანამდე ის რუსეთის სახელით თამაშობდა.

0.121071