ფეხბურთი

20:45 | 30.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვენ ბოტმანი: "ნიუკასლში" თამაში უკეთესი მგონია, ვიდრე "მილანში"

ინგლისურმა „ნიუკასლ იუნაიტედმა“ ფრანგული „ლილიდან“ სვენ ბოტმანი 40 მილიონ ევროდ დაიმატა. 22 წლის ნიდერლანდელი მცველის ტრანსფერი მანამდე „მილანში“ თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და კარიერის ინგლისში გაგრძელება არჩია.

ბოტმანმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ამჟამად „ნიუკასლში“ თამაში უკეთესია, ვიდრე „მილანში“.

„ინგლისში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გახლდათ „ნიუკასლის“ დიდებული პროექტი. „მილანის“ პროქტიც მიმზიდველი იყო, მაგრამ „ნიუკასლის“ კიდევ უფრო უკეთესი და მეჩვენა, რომ აქ თამაში ცოტა უკეთესი იქნება. „ნიუკასლში“ გადასვლა ჯერ კიდევ იანვარში მსურდა, ეს იყო კლასიკური მატარებელი, რომელიც არცთუ ხშირად დადის, მაგრამ მაშინ კლუბები ვერ შეთანხმდნენ. იქნებ, ასე ჯობდა, თუნდაც იმიტომ, რომ ახლა გუნდთან ერთად უფრო მეტი მოსამზადებელი დრო მექნება“, - თქვა ბოტმანმა.

0.106425