ფეხბურთი

20:04 | 30.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" 19 წლის ალბანელი ფეხბურთელი დაიმატა

მილანის „ინტერმა“ ალბანეთის ნაკრებისა და „ემპოლის“ ნახევარმცველი კრისტიან ასლანი დაიმატა. ინფორმაცია „ემპოლის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

19 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი „ნერაძურის“ 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, მაგრამ მილანელებს მისი გამოსყიდვის ვალდებულებაც ექნებათ.

ასლანიმ გასულ სეზონში სერია A-ში 23 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, სწორედ „ინტერის“ კარში „სან სიროზე“. ალბანეთის ნაკრებში მის ანგარიშზე ჯერჯერობით 4 თამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112299