ფეხბურთი

0:20 | 30.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რომელუ ლუკაკუ "ინტერში" დაბრუნდა

რომელუ ლუკაკუ ისევ „ინტერის“ ფეხბურთელია. იტალიური კლუბის ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ბელგიელი „ნერაძურის“ ლონდონის „ჩელსიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა: „დავბრუნდი და ძალიან ბედნიერი ვარ. გპირდებით, რომ ბევრ გოლს გავიტან“, - ასე მიმართა ბელგიელმა „ინტერის“ ტიფოზებს. რომელუ "ინტერში" 90-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

29 წლის ლუკაკუ „ინტერში“ 2019-2021 წლებში თამაშობდა და 95 მატჩში 64 გოლი გაიტანა. შარშან ის „ჩელსიში“ მილანელებმა 115 მილიონ ევროდ გაყიდეს, მაგრამ ტომას ტუხელის გუნდში მან ფეხი ვერ მოიკიდა და 44 თამაშში თავი 15-ჯერ გამოიჩინა.

ამრიგად, ლუკაკუ ისევ „ინტერში“ ითამაშებს. ბელგიელ ფეხბურთელს ბრიუსელის „ანდერლეხტში“, „ვესტ ბრომვიჩში“, „ევერტონსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114462