ფეხბურთი

18:37 | 29.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მწვრთნელია

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თემურ ქეცბაია კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ქართველმა სპეციალისტმა კვიპროსელებთან კონტრაქტი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლომდე გააფორმა. ამრიგად, თემურმა ბერძენი ნიკოს კოსტენუღლუ შეცვალა და კვიპროსის ნაკრებში დებიუტი 24 სექტემბერს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ექნება.

კვიპროსის ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონი წარუმატებლად დაიწყო და 4 მატჩში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. 54 წლის ქეცბაია სანაკრებო დონეზე მეორედ იმუშავებს, მანამდე ის 2009-2014 წლებში საქართველოს ნაკრებს ავარჯიშებდა. გარდა ამისა, თემურს „ანორთოსისში“, „ოლიმპიაკოსში“, ნიქოზიის „აპოელსა“ და „ორენბურგში“ უმუშავია. ქეცბაიამ „ანორთოსისთან“ ერთად ორ-ორჯერ კვიპროსის ჩემპიონატი და თასი, ერთხელ კი სუპერთასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116859