ფეხბურთი

17:20 | 28.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მონცა" "ინტერის" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

მილანის „ინტერისა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი სტეფანო სენსი შესაძლოა „მონცაში“ გადავიდეს. ლომბარდიული გუნდი წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„სენსი გუშინ ჩემს სახლში იყო და რამდენიმე დღე მივეცი გადაწყვეტილების მისაღებად. იმედი მაქვს, რომ ჩვენს წინადადებას დათანხმდება“, - თქვა მონცელთა გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ.

„მონცა“ სერია A-ს დებიუტანტია, თუმცა, სილვიო ბერლუსკონისა და გალიანის გუნდი ძალიან აქტიურობს. უკვე დაიმატა გამოცდილი მცველი ანდრეა რანოკია და მეკარე ალესიო კრანიო.

შეგახსენებთ, რომ სტეფანო სენსი „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობს და 52 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „სამპდორიაში“ გაატარა. მანამდე ის „ჩეზენასა“ და „სასუოლოში“ ირჯებოდა, ხოლო იტალიის ნაკრებში 9 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.116823