ფეხბურთი

22:20 | 27.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეშვიდე მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთხელ დამარცხდა.

გიორგი ჩხაიძის გუნდმა გორში, ირლანდიას უმასპინძლა და მოსაყოლი არაფერია - 0:9. ანგარიშზე თავისთავად მეტყველებს, რომ კელტებმა ძალიან იოლად მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ირლანდიამ პირველი მატჩიც არასაფეხბურთო ანგარიშით მოიგო (11:0).

საქართველოს ნაკრებს 7 ტურში ქულა არ მოუპოვებია, გოლიც არ გაუტანია და 50 გოლი გაუშვა. შესაბამისად, ბოლო ადგილზეა, ხოლო მომდევნო და ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრას 1 სექტემბერს, შინ სლოვაკეთთან გამართავს.

საქართველო - ირლანდია 0:9 (0:4)

გოლები: 0:1 მაკეიბი (6), 0:2 ფაჰი (12), 0:3 კონოლი (19), 0:4 მაკეიბი (45), 0:5 ქუინი (49), 0:6 ქუინი (73), 0:7 მაკეიბი (75), 0:8 ლარკინი (82), 0:9 ო’სალივანი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116459