ფეხბურთი

21:11 | 27.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების ნიჭიერი ფეხბურთელი "ფეიენორდში" გადადის

იტალიის ნაკრების ნიჭიერი ფეხბურთელი ვილფრიდ ნიონტო სავარაუდოდ როტერდამის „ფეიენოორდში“ გადავა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

18 წლის ფეხბურთელი ამჟამად შვეიცარიული „ციურიხის“ წევრია და მისი კლუბი „ფეიენოორდთან“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. როტერდამელები იტალიელ შემტევში დაახლოებით 10 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ვილფრიდ ნიონტოს იტალიის ნაკრებში დებიუტი ივნისში ჰქონდა და „სკუადრა აძურას“ მაისური უკვე 4-ჯერ მოირგო. მან ამ მატჩებში 1 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი (ორჯერვე გერმანიასთან) და იტალიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა.

ნიონტო „ინტერის“ აკადემიის აღზრდილია და „ციურიხს“ 2020 წელს შეუერთდა. გასულ სეზონში მან ციურიხელთა რიგებში 35 მატჩში 10 გოლი გაიტანა და შვეიცარიის ჩემპიონი გახდა.

0.120909