ფეხბურთი

16:56 | 27.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" სირიგუს დაიმატებს

იტალიური „ნაპოლი“ გამოცდილი მეკარის სალვატორე სირიგუს ტრანსფერთან ახლოსაა. Il Mattino-ს ცნობით, 35 წლის კიპერმა „აძურიში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

სირიგუ „ნაპოლისთან“ 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მხარეებს მისი ერთი წლით განახლების ვარიანტიც ექნებათ. გარდა ამისა, „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტს გაუფორმებს იტალიის ნაკრების კიდევ ერთ მეკარე ალექს მერეტს, რომელიც ხელშეკრულებას 2027 წლამდე განაახლებს.

შესაბამისად, ნეაპოლელთა რიგებს კოლუმბიელი დავიდ ოსპინა დატოვებს, რომელიც კარიერას „ალ-ნასრში“ გააგრძელებს. სამხრეთ ამერიკელს „ვალენსიასაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ მან კარიერის ევროპის მიღმა გაგრძელება არჩია.

შეგახსენებთ, რომ სალვატორე სირიგუ ბოლოს „ჯენოაში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „ტორინოს“, „პალერმოს“, „კრემონეზეს“, „ანკონას“, „პარი სენ ჟერმენის“, „სევილიასა“ და „ოსასუნას“ კარს იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110261