სხვა

2:55 | 27.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაკლაფლინმა 400 მეტრზე თარჯრბენში თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

ამერიკის მძლეოსანთა ჩემპიონატზე, რომელიც იმავდროულად, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამერიკის გუნდის შესარჩევი ტურნირიცაა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა სიდნი მაკლაფლინმა, 400 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც მასვე ეკუთვნოდა.

იუჯინს ჰეივარდ ფილდზე, რომელიც მალე მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, მაკლაფლინმა ფინიშს 51.41 წამში მიაღწია. 22 წლის მორბენალმა სტარტიდანვე შეძლო დაწინაურება და მეტოქეებს ბრძოლის შანსიც კი არ დაუტოვა.

„ეს ამერიკის მძლეოსნობის ქალაქია. აბას სხვას რას ელოდით? ყოველტვის, როცა აქ გამოვდივარ, საოცარი განწყობა მეუფლება და ვგრძნობ, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს“, - ამბობს მაკლაფლინი, ვინც წინა რეკორდიც (51.90 წამი) იუჯინში, ოლიმპიურ შესარჩევ ტურნირზე დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ მაკლაფლინმა ტოკიოში 4X400 მეტრზე ესტაფეტაშიც მოიპოვა ოქროს მედალი. მან განცხადა, რომ ამ გამარჯვების აღსანიშნად, ერთი დღით დიეტას დაარღვევს და ბოსტნეულის გარდა, სხვა რამესაც, მაგალითად, ჰამბურგერს და ტკბილეულს შეჭამს.

მსოფლიო ჩემპიონატზე მაკლაფლინს მეტოქეობას მოქმედი ჩემპიონი, თანამემამულე დალილა მუჰამადი გაუწევს, ვინც აშშ-ის ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ იასპარეზა. დოჰას 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მან 0.07 წამით აჯობა მაკლაფლინს. მიუხედავად იმისა, რომ შესარჩევში ვერ იასპარეზა, როგორც ჩემპიონს, მუჰამადს მსოფლიოზე ასპარეზობის უფლება ექნება. მთავარია, ტრავმა დროულად მოიშუშოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118071