სხვა

21:43 | 26.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონი 200-მეტრიან დისტანციაზეც გახდა

ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ სერბეთში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ წივწივაძემ გუშინ 1000-მეტრიან დისტანციაზე აჯობა და ყველას და ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი 18-წლამდელთა შორის, ხოლო დღეს უკვე 200-მეტრიან დისტანციაზეც პირველი იყო.

ქართველმა ხსენებული მანძილი 41 წამში დაფარა და მცირედით აჯობა ესპანელ დანიელ როს, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ნიჩბოსანმა ერთ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი ისტორიაში პირველად მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103509