კალათბურთი

18:43 | 26.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ასაკობრივი საკალათბურთო შეჯიბრებები 2 დღით, სამუშაო შეხვედრამდე შეჩერდა

მიმდინარე ასაკობრივი შეჯიბრებები, რომელიც 14, 16 და 18 წლამდელებში მიმდინარეობდა, 2 დღით, მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრამდე შეჩერდა.

აღნიშნული შეჯიბრებების დაწყებამდე გუნდების მწვრთნელებთან და ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პანდემიისა და სახელმწიფო რეგულაციების გამო ხანგრძლივად შეწყვეტილი თამაშების შემდეგ 15 ივლისამდე ჩატარდებოდა მინიტურნირები, რათა მომხდარიყო საკალათბურთო აქტივობის სტიმულირება და მომზადებულიყვნენ ახალი სეზონისთვის, რომელიც ახალი სისტემით, ოქტომბრიდან დაიწყებოდა. .

დღეს გადაწყდა, რომ ჯუნიორ ნბა-ს და სტუდენტური ლიგების გარდა ყველა ასაკობრივი შეჯიბრება – 14, 16 და 18-წლამდელთა „ა“ და „ბ“ ლიგები შეჩერდება, რასთან დაკავშირებითაც გაიმართება შეხვედრა და გუნდების მწვრთნელებთან და ხელმძღვანელებთან ერთად გადაწყდება მათი განახლების თარიღი.

გუნდებთან სამუშაო შეხვედრა სამშაბათს, 28 ივნისს, ოლიმპიურ სასახლეში, 15:00 საათზე გაიმართება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131081