ფეხბურთი

14:28 | 26.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" - "დინამო თბილისის" შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას გაცილება შედგება

„დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის მეოცე ტურში „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს და ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას გაცილება შედგება.

როგორც ზღვისპირელთა ვებგვერდი იტყობინება, მატჩამდე გულშემატკივრების წინაშე კვარაცხელიას გააცილებენ, რომელიც 1 ივლისიდან „ნაპოლის“ შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „დინამო ბათუმის“ მაისურით 11 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ „დინამო ბათუმისა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი 29 ივნისს, 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103414