ფეხბურთი

13:56 | 26.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი "ვალენსიასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს, გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი იქნება

ესპანური გამოცემა As-ი წერს, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიასთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. წყაროს თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ დროის საკითხია კონტრაქტზე ხელის მოწერა.

განახლებული ხელშეკრულებით გიორგი „ვალენსიას“ ფეხბურთელი 2027 წლის ზაფხულამდე იქნება და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

„ვალენსიასთვის“ გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის განახლება ის თემა იყო, რომლის გადადება კლუბს არ სურდა, რათა მეკარე სხვაგან არ „გაქცეულიყო“. As-ი ჯერ კიდევ მაისში იტყობინებოდა, რომ მასთან მოლაპარაკებები დაიწყო გაუმჯობესებული პირობებით და გამოსასყიდი ფასის გაზრდით, რასაც მეკარე უკვე დათანხმდა. გიორგი ვალენსიაში ბედნიერია და უნდა, რომ იქ თამაში გააგრძელოს. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე არსებობს.

თუმცა, კონტრაქტს ჯერ ხელს ვერ მოაწერენ, უბრალოდ წერილობითი შეთანხმება „ვალენსიას“ უჯრაში უდევს. ხელშეკრულებას 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევრომდე გაიზრდება, მაგრამ მისი გაფორმება დღეს შეუძლებელია, სანამ „ვალენსია“ რომელიმე ფეხბურთელს არ გაყიდის, რომ თავიდან აიცილოს ფინანსური ფეარ პლეის წესების დარღვევა. ამიტომაც, არ აწერენ მხარეები ამ მომენტში კონტრაქტს ხელს. ახალი კონტრაქტით გიორგის ხელფასი გაიზრდება და შესაბამისად, სახელფასო ბიუჯეტში უფრო დიდ ადგილს დაიკავებს. ამიტომ, კლუბს ურჩევნია კონტრაქტი ჯერ არ გააფორმოს, რათა მოთამაშეთა რეგისტრაციაში პრობლემები აირიდოს. თუმცა, ვიმეორებთ, ყველაფერი შეთანხმებულია.

სანამ კონტრაქტი გაფორმდება, მანამდე მამარდაშვილი აგრძელებს დაბალი ხელფასით თამაშს და მისი გამოსასყიდი თანხა ისევ 20 მილიონი ევროა. გიორგის სურვილია „ვალენსიაში“ დარჩენა, ყველაფერი მზადაა ახალი ხელშეკრულებისთვის, მაგრამ სანამ კვირები გადის და მას ხელს არ აწერენ, ქართველით მანჩესტერ იუნაიტედის მსგავსი კლუბი დაინტერესდა“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ ამჟამინდელი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.114883