ფეხბურთი

16:11 | 24.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სლოვანისა" და "დინამო ბათუმის" მატჩს ინგლისელები იმსაჯებენ

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ბრატისლავის „სლოვანსა“ და „დინამო ბათუმს“ შორის ინგლისელები იმსაჯებენ.

მთავარი არბიტრი დევიდ ქუტი იქნება, რომელიც პრემიერლიგაში მუშაობს და ძალიან გამოცდილია. 39 წლის არბიტრს ნიკ ჰოპტონი და იან ჰასენი დაეხმარებიან, ხოლო სათადარიგო მსაჯი ჯონ ბრუკსი იქნება.

შეგახსენებთ, რომ „სლოვანისა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩი 6 ივლისს, სლოვაკეთში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა ერთი კვირის თავზე 13 ივლისს, ბათუმში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122798