კალათბურთი

10:37 | 24.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა საბერძნეთთან მეორე სპარინგ-მატჩი ბრძოლაში დათმო

საბერძნეთში, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად მყოფი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე კვლავ საბერძნეთის ნაკრები გახლდათ, რომელთანაც 2 დღის წინ გამართული შეხვედრა 70:95 დავთმეთ. ამჯერად ქართველებმა უკეთესად ითამაშეს და გამარჯვების შანსიც ჰქონდათ, თუმცა ბოლო პერიოდში ძალები აღარ ეყოთ მატჩი 73:85 დათმეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თბილისში 15-24 ივლისს გასამართი ევროპის 20-წლამდელთა (B დივიზიონი) ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც საწვრთნელ შეკრებას საბერძნეთის საკურორტო ქალაქ პატრასში მართავს. ჩვენს ნაკრებს მორიგი შეკრება თურქეთში აქვს დაგეგმილი, სადაც სპარინგ-მატჩებს თურქეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებთან ჩაატრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.159839