ფეხბურთი

16:17 | 19.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

კოლაროვმა კარიერა დაასრულა

მილანის „ინტერის“ მცველმა ალეკსანდრ კოლაროვმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ სერბმა ფეხბურთელმა განცხადება გაავრცელა.

„ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა. სამწუხაროა, ჩემს ცხოვრებაში ამ თავის დახურვა, მაგრამ ბედის მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რისი მიღწევაც შევძელი. ოცნებები ავიხდინე. უახლოეს მომავალში სწავლას დავიწყებ კოვერჩანოში, რომ მომავალში სპორტულ დირექტორად და სკაუტად ვიმუშაო“, - თქვა კოლაროვმა.

36 წლის ალეკსანდრ კოლაროვმა კარიერა „ჩუკარიჩკიში“ დაიწყო, შემდეგ „ბელგრადში“, „ლაციოში“, „მანჩესტერ სიტისა“ და „რომაში“ ითამაშა, „ინტერის“ ღირსებას კი 2020 წლიდან იცავდა. სერბეთის ნაკრებში მან 2008-2020 წლებში 94 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

0.109644