რაგბი

10:26 | 19.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გელა აფრასაძის ორი ბრწყინვალე ჯარიმა და "მონპელიე" ტოპ 14-ის ფინალში გავიდა (+VIDEO)

გელა აფრასიძის „მონპელიე“ ტოპ 14-ის ფინალში გავიდა, ხოლო ქართველი მორაგბე ნახევარფინალური მატჩის გმირი გახდა.

„მონპელიემ“ „ბორდო“ დაძაბულ ბრძოლაში 19:10 დაამარცხა, აფრასიძემ კი ორი ჯარიმა გაიტანა, თანაც გარდამტეხ მომენტში და ურთულესი პოზიციებიდან.

გელამ ჯერ 70-ე წუთზე დაახლოებით 55 მეტრიდან დაარტყა ზუსტად და იმ დროისთვის ანგარიში 16:10 გახადა, ხოლო 79-ე წუთზე 50 მეტრიდან გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

აფრასიძე ამ შეხვედრაში შეცვლაზე ჩაერთო, ხოლო მიხეილ ნარიაშვილს არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ „მონპელიე“ ტოპ 14-ის ფინალში ისტორიაში მესამედ გავიდა, თუმცა, საფრანგეთის ჩემპიონი არასდროს გამხდარა. ამჯერად, ფინალში მისი მეტოქე „კასტრი“ იქნება.

0.114295