სხვა

0:40 | 19.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

რომან დოლიძემ UFC-ში დაუკაუსი ნოკაუტით დაამარცხა (+VIDEO)

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში მეხუთე ბრძოლა ჩაატარა და მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

დოლიძე ამერიკელ კაილ დაუკაუსის დაუპირისპირდა და პირველი რაუნდში ნოკაუტით იმარჯვა. რომანმა მეტოქეს შანსი პრაქტიკულად არ მისცა და გამარჯვება შესანიშნავ სტილში იზეიმა.

ქართველ მებრძოლს ამერიკელის დასამარცხებლად წუთი და 13 წამი ეყო. დოლიძეს UFC-ში 4 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102639