ფეხბურთი

22:07 | 15.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთხთა ფინალი - UEFA ახალი ტურნირის დაწყებას გეგმავს
ოთხთა ფინალი - კიდევ ერთი ახალი ტურნირი

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო (UEFA) ახალი ტურნირის ინიციტიავით გამოდის. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში "ოთხთა ფინალის" ჩატარებას გეგმავენ. ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L"EQUIPE ავრცელებს.

ტურნირის ფორმატი ისეთი იქნება როგორც ოთხთა ფინალებს აქვთ ხოლმე. წილისყრის მიხედვით ნახევარფინალები და შემდეგ ფინალი. ფრანგული წყაროს ცნობით, პირველი ტურნირი 2024 წელს ჩატარდება და ის ევროპის კონტინენტს მიღმა გაიმართება. ვარაუდობენ, რომ ტურნირის პირველი მასპინძელი შესაძლოა აშშ იყოს.

როგორც ცნობილია, ტურნირის მუდმივი მონაწილე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იქნება. დანარჩენი ამ ეტაპზე უცნობია.

ტატო ნიკურაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124901