ფეხბურთი

15:54 | 8.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: "იტალიის ნაკრებისთვის თითის გარეშეც ვითამაშებ"

იტალიის ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ გერმანიასთან მატჩში თითის ტრავმა მიიღო, თუმცა, გუშინ უნგრეთის წინააღმდეგ ითამაშა და გუნდს უკაპიტნა კიდეც.

როგორც მან მატჩის შემდეგ აღნიშნა, იტალიის ნაკრებისთვის მზადაა თითის გარეშეც ითამაშოს.

„იტალიის ნაკრებისთვის თითის გარეშეც ვითამაშებ. მადლობას ვუხდი სამედიცინო პერსონალს, ვინც ასე დამეხმარა. კაპიტნის სამკლავურის ტარება ძალიან ემოციური იყო, ენით აღუწერელი ემოციაა“, - თქვა დონარუმამ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა უნგრეთი 2:1 დაამარცხა და ერთა ლიგის A დივიზიონის პირველ ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119554