ფეხბურთი

13:18 | 7.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდება

ახალი კონტრაქტი, რომელიც ფრანგმა თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენთან“ გააფორმა, მას მსოფლიოს ყველაზე მაღალანზღაურებად სპორტსმენად გახდის - წერს Marca.

2022 წლის იანვარში ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა, სადაც პირველ ადგილზე მბაპეს თანაგუნდელი, ლიონლ მესი აღმოჩნდა (წელიწადში 130 მილიონი ევრო). წყაროს ცნობით, სამწლიანი ახალი კონტრაქტი მბაპეს არგენტინელზე მაღალანაზღაურებადს გახდის.

მბაპეს, რომელსაც „პარი სენ-ჟერმენთან“ ძველი ხელშეკრულება 30 ივნისს უმთავრდებოდა და თავისუფალო აგენტი ხდებოდა, მადრიდის „რეალში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მან მოულოდნელად პარიზულ კლუბთან 2025 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109346