ძიუდო

17:48 | 5.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ღვინიაშვილის ოქროს მედალი თბილისის გრანდ სლემზე

თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი გახდა და საქართველოს მესამე ოქრო მოუტანა.

90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა, რომელმაც ყაზახი ადლეტ მისინი, უკრაინელი არტიომ ბუბირი და ნახევარფინალში ქართველი გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა. ღვინიაშვილის მეტოქე ფინალში კრისტიან ტოტი იყო, რომელიც დაამარცხა და საქართველოს მესამე ოქრო მოუტანა.

თავის მხრივ პაპუნაშვილმა ნახევარფინალამდე ყირგიზ ერლან შეროვს და იაპონელ შოიჩირო მუკაის აჯობა. გიორგი ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ მაქსიმ-გაელ ჰამბოს დაუპირისპირდა, მაგრამ წააგო. ამავე წონაში უმედლოდ დარჩნენ უშანგი მარგიანი და იმედა გოგოლაძე. მარგიანმა უზბეკი ბახოდირ პანიევი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ კრისტიან ტოტთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც აწ ნახსენებ მაქსიმ-გაელ ჰამბოს ვერ გაუმკლავდა და მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა, ხოლო გოგოლაძემ პირველი შეხვედრა დათმო სწორედ ჰამბოსთან და თბილისის გრანდ სლემზე გამოსვლა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის 9 მედალია - 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114218