ფეხბურთი

20:07 | 30.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

რომელუ ლუკაკუ შესაძლოა "ინტერში" დაბრუნდეს

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ შესაძლოა მილანის „ინტერში“ დაბრუნდეს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

29 წლის ბელგიელ ფეხბურთელს ინგლისურ კლუბში წარუმატებელი სეზონი ჰქონდა, რის გამოც მას ტრანსფერი სურს, „ინტერში“ დაბრუნება კი საუკეთესო ვარიანტად მიაჩნია. თავის მხრივ, იტალიური კლუბიც დაინტერესებულია რომელუს დაბრუნებით.

მოსალოდნელია, რომ „ნერაძურის“ ხელმძღვანელობა ლუკაკუს აგენტებს ხვალ მილანში შეხვდებიან და შესაძლო ტრანსფერზე იმსჯელებენ. ისიც ცნობილი გახდა, რომ შავ-ლურჯები პაულო დიბალასთან მოლაპარაკებების დაწყებას არ ჩქარობენ, რადგან მათთვის პრიორიტეტული ლუკაკუა და თუ ბელგიელს დაიბრუნებენ, დიბალას ტრანსფერზე უარს იტყვიან.

რომელუ ლუკაკუმ „ინტერში“ 2019-2021 წლებში ითამაშა და კლუბის საუკეთესო ბომბარდირი იყო, გასულ ზაფხულს კი 115 მილიონ ევროდ „ჩელსიში“ გადავიდა, თუმცა მოლოდინი ვერ გაამართლა და 44 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127876