ფეხბურთი

13:17 | 29.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი ჟურნალისტს დაუპირისპირდა: "90 წუთი გქონდა და ასეთი განავალი კითხვები მოიფიქრე?"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ გერმანული ტელეარხის ZDF-ის ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში გაუბრაზდა და ინტერვიუ დატოვა.

კროოსის გაღიზიანება გერმანელი ჟურნალისტის შეკითხვამ გამოიწვია, რომელმაც ხაზი „ლივერპულის“ დიდ უპირატესობას გაუსვა:

-ჟურნალისტი: თამაშის მიმდინარეობას რომ გადავხედოთ, გამარჯვებას არ იმსახურებდით...

-კროოსი: ეს რას ნიშნავს? ჩემპიონთა ლიგის მოგება ადვილი არასდროსაა, ვიბრძოდით და ვიცოდით, რომ „ლივერპული“ შესანიშნავი გუნდია. რას გულისხმობთ, რომ ჩვენი გამარჯვება უსამართლოა? ჩვენ მოვიგეთ და ეს მთავარია.

-ჟურნალისტი: შენთვის მოულოდნელი იყო, რომ „რეალს“ ასე გაუჭირდებოდა?

-კროოსი: 90 წუთი გქონდა გონივრული კითხვების მოსაფიქრებლად და ახლა კი ორ განავალ კითხვას მისვამ. ეს სიგიჟეა! ცხადია, რომ ხანდახან „ლივერპულთან“ გაგიჭირდება. ეს რა კითხვაა? ეს არ იყო ჯგუფური ეტაპის რომელიმე მატჩი, ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო!

ამის შემდეგ კროოსმა ინტერვიუ შეწყვიტა და წავიდა, მაგრამ გერმანელი ცოტა ხანში დაბრუნდა და ჟურნალისტს მიაძახა: „ცუდია, ძალიან ცუდია, ერთი შეხედვით გეტყობა, რომ გერმანელი ხარ“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118984