ფეხბურთი

21:22 | 26.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი: "სეზონში ბევრი მატჩია, ფეხბურთი მონების ბაზარი არაა"

ჩილეს ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ფეხბურთელმა არტურო ვიდალმა ფეხბურთში არსებული კალენდარი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ფეხბურთი მონების ბაზარი არ არის. ჩილელის აზრით, იმისთვის, რომ ფეხბურთი ისევ სასიამოვნო თამაში იყოს, მატჩების რაოდენობა უნდა შემცირდეს.

„სეზონში ძალიან ბევრ მატჩს ვთამაშობთ და ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენი კარიერისა და ოჯახების გულისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ფეხბურთისთვის, რომ ისევ იყოს გასართობი თამაში. ფეხბურთი ზეიმია და არა მონების ბაზარი“, - თქვა ვიდალმა.

შეგახსენებთ, რომ არტური ვიდალი „ინტერში“ 2020 წლიდან თამაშობს, თუმცა დიდი შანსია, რომ იტალიური კლუბი ზაფხულში დატოვოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099436