ფეხბურთი

20:00 | 25.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" ბასტონის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდის

იტალიის ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ მცველი ალესანდრო ბასტონი შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, „წითელი ეშმაკები“ 23 წლის ცენტრალურ მცველში „ინტერს“ 60 მილიონ ევროს სთავაზობენ. იტალიურ კლუბს ფინანსური პრობლემების გამო ზაფხულში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშესთან შელევა მოუწევს და იტალიური მედია წერს, რომ დიდი ალბათობით, ასეთი ფეხბურთელი ბასტონი იქნება.

„ნერაძურისთვის“ 60 მილიონი ევრო სავსებით მისაღები წინადადებაა. მითუმეტეს, რომ ბასტონის კლუბთან კონტრაქტი მხოლოდ 2 წლით (2024 წლამდე) აკავშირებს და ის მხოლოდ გასულ წელს განაახლა.

ალესანდრო ბასტონი „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობს და 118 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. მან თითოჯერ მოიგო სკუდეტო, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. იტალიის ნაკრებში, რომელთანაც ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, ბასტონის 11-ჯერ აქვს ნათამაშები.

0.121909