ფეხბურთი

13:18 | 24.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა რონალდუს რეკორდის დამხობას აპირებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის გაუმჯობესებას აპირებს. ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში პორტუგალიელის მონაგარი 17 გოლი გახლავთ.

ბენზემამ ტურნირის მიმდინარე გათამაშებაში 15 ბურთი გაიტანა. შაბათს კი, 28 მაისს, „რეალი“ ფინალში „ლივერპულს“ შეხვდება.

„რეკორდები ყოველთვის იქნება და იმისათვის არსებობს, რომ გაუმჯობესდეს. ვეცდები კრიშტიანუს რეკორდი დავამხო. თუმცა, მთავარია, მონდორზე ბოლომდე დავიხარჯო და გუნდს წარმატებაში დავეხმარო.“ - ციტირებს ფრანგი ფორვარდის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.111689