ფეხბურთი

23:56 | 21.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" ქალთა ჩემპიონთა ლიგა მერვედ მოიგო

„ლიონი“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ფრანგულმა გუნდმა, ტურინში, „იუვენტუსის“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ესპანური „ბარსელონა“ 3:1 დაამარცხა.

მატჩის ბედი პრაქტიკულად საწყის ნახევარ საათში გადაწყდა, რადგან „ლიონმა“ 33-ე წუთისთვის 3 გოლის გატანა მოახერხა. მართალია, პირველი ტაიმის მიწურულს „ოქროს ბურთის“ მოქმედმა მფლობელმა ალექსია პუტელიასმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მეტის გაკეთება „ბარსამ“ მეორე ნახევარში ვეღარ მოახერხა და მარცხი განიცადა.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იყო, თუმცა ტიტული ვერ შეინარჩუნა. „ლიონმა“ კი ქალთა ჩემპიონთა ლიგა მერვედ მოიგო, რაც სარეკორდო შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119489