სხვა

4:00 | 20.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს მე-12 ეტაპი ადგილობრივმა ფავორიტმა მოიგო

იტალიელმა ველომრბოლმა სტეფანო ოლდანიმ თავის კარიერაში პირველად მოიგო ჯირო დ;იტალიას ეტაპი. ეს 186-კილომეტრიან მე-12 ეტაპზე მოხდა, რომელიც პარმაში დაიწყო და ჯენოაში (გენუაში) დასრულდა.

ოლდანიმ კიდევ ერთ იტალიელთან, ლორენცო როტასთან და ჰოლანდიელ ხიის ლეემრეიზესთან ერთად, სამიდან მესამე სამთო მონაკვეთზე შეძლეს ძირითადი ჯგუფის ჩამოტოვება. სამივეს აქამდე დიდი ტურის ეტაპი მოგებული არ ჰქონდა.

ჯენოაში შესულებმა ფეხს აუჩქარეს. პირველმა შეტევა ლეემრეიზემ დაიწყო, მაგრამ იტალიელებმა ფინიშამდე ჩამოიტოვეს. ოლდანიმ კი როტას აჯობა და გამარჯვება მოიპოვა.

„ამ რბოლის მოგება იოლი არ ყოფილა. მაგრამ ეს შევძელი. ლორენცოს კარგად ვიცნობ და ვიცოდი, რომ ის სწრაფია. თუმცა ფეხებში ძალა შემრჩა და მისი ჩამოტოვება შევძელი. ამ გამარჯვებისთვის ძალიან, ძალიან ბევრი ვიშრომე. საოცარია, რომ ეს შევძელი“, - განაცხადა ოლდანიმ.

ესპანელმა ხუან პედრო ლოპესმა კვლავ შეინარჩუნა ლიდერის ვარდისფერი მაისური. მას ტავიდან გაუჭირდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და ფინიშთან ძირითად ჯგუფს სათავეში ედგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129963