ფეხბურთი

0:06 | 20.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" "დინამო ბათუმის" ყოფილი თავდამსხმელი დაიმატა

ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა წყალტუბოს "სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" ექს-ფორვარდი გიორგი ნიქაბაძე დაიმატა.

ნიქაბაძე გასულ წელს ბათუმის "დინამოსთან" ერთად ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ჩემპიონის რიგებში მან გასულ სეზონში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

ბათუმიდან წასვლის შემდეგ, წყალტუბოელთა ახალწვეული ბოლოს მალტის ჩემპიონატში, კლუბ "გუდია იუნაიტედში" ასპარეზოდა. გიორგი ნიქაბაძე "სამგურალში" 40 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113898