ფეხბურთი

23:38 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო მორატა "ატლეტიკოში" დაბრუნდება

ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას არ გამოისყიდის. ინფორმაცია მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს.

ცნობილი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, კლუბმა ფეხბურთელს და „ატლეტიკოს“ უკვე აცნობა, რომ მორატას არ გამოისყიდის.

მორატა „იუვეს“ 2020 წელს 2-წლიანი იჯარით შეუერთდა, რომლის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. ტურინელებს მისი გამოსყიდვის უფლება 35 მილიონ ევროდ შეუძლიათ, მაგრამ ტურინელებისთვის ეს ფასი ძვირია. კლუბს სურდა, რომ ის 20 მილიონ ევროდ გამოესყიდა, მაგრამ როგორც ჩანს, „ატლეტიკომ“ ფასდაკლებაზე უარი თქვა.

ალვარო მორატამ 2020 წლიდან „იუვენტუსში“ 92 მატჩში 32 გოლი გაიტანა, მანამდე მან შავ-თეთრი მაისურით 2014-2016 წლებში 93 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114389