ფეხბურთი

21:33 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე "შტუტგარტს" დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრებისა და „კრაკოვიას“ მცველი ოთარ კაკაბაძე გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ „შტუტგარტს“ დაუკავშირეს.

პოლონელმა ჟურნალისტმა ტომაშ ვოლდარჩიკმა იუთუბ არხზე პოდკასტში კაკაბაძის გერმანულ გუნდში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

„ეს შოკია. რამდენიმე დღის წინ „შტუტგარტმა“ ოთარ კაკაბაძის შესახებ ინფორმაცია მოიძია, ჩვენ ვსაუბრობთ ბუნდესლიგის კლუბზე. ადრე მას „დალასიდანაც“ დაუკავშირდნენ. ალბათ, მას გაცილებით დიდ ლიგაში ვიხილავთ“, - აღნიშნა ვოლდარჩიკმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში „კრაკოვიაში“ 18 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.120678