ფეხბურთი

10:24 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე ფრანგული ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელია

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი, კილიან მბაპე, ფრანგული ლიგა 1-ის 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია - გვამცნობს საფრანგეთის ჩემპიონატის პრესსამსახური.

მბაპემ ეს ჯილდო ზედიზედ მესამედ მიიღო. მისი კონკურენტები „მონაკოს“ თავდამსხმელი ვისამ ბემ იედერი და „რენის“ გარემარბი მარტენ ტერიე იყვნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც მბაპემ გაიმარჯვა.

მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე მბაპემ 45 მატჩი ჩაატარა, 36 ბურთი გაიტანა და 26 საგოლე პასი შეასრულა.

წლეულს, 30 ივნისს, მას პარიზულ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება.

0.111249