ფეხბურთი

14:30 | 16.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს "რეალში" ტრანსფერი გადაწყვეტილია

საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი კილიან მბაპე დიდი ალბათობით კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.

Marca-ს ინფორმაციით, ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია, რომელიც უახლოეს ხანებში გაკეთდება. მბაპე „სამეფო კლუბს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, პირადი კონტრაქტის დეტალები კი ჯერ უცნობია.

მბაპემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს და მალე ამის შესახებ ყველა გაიგებს. 23 წლის ფრანგს პსჟ-სთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წელს „მონაკოდან“ გადავიდა და 216 შეხვედრაში 168 გოლის გატანა მოახერხა.

0.116925