ფეხბურთი

10:59 | 16.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული მაქვს"

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე ლიგა 1-ის 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. დაჯილდოების შემდეგ მბაპემ თავის მომავალზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

„ჩემი გადაწყვეტილება? მალე გაიგებთ. არჩევანი თითქმის გაკეთებულია, მაგრამ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ. ჩემთვის წარმოუდგენელია ზედიზედ მესამედ ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელობა. ვამაყობ, რომ პსჟ ჩემპიონი მეათედ გახდა“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს, 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით, მისი გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ფრანგი შემტევის გადაბირება მადრიდის „რეალს“ სურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118945