რაგბი

23:43 | 15.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ევროთასების ფინალში

ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების 2021/2022 წლების სეზონის ფინალურ შეხვედრებში ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი ითამაშებს.

ჩემპიონთა თასის ფინალში, 28 მაისს მარსელში, „ველოდრომზე“, გურამ პაპიძის ‘ლა როშელი’ ირლანდიურ ‘ლენსთერს’ ერკინება. ირლანდიელები ფინალში მეექვსედ არიან (4-გზის გამარჯვებული) ფრანგები კი მეორედ ითამაშებენ. ‘ლა როშელმა’ ფინალი შარშან ‘ტულუზთან’ დათმო (17:22).

ნახევარფინალში პაპიძის გუნდმა ‘რასინგ 92’-ს 20:13 სძლია. ამ მატჩში მთავარი მსაჯის ასისტენტი იყო ნიკა ამაშუკელი. რაც შეეხება მორაგბეებს, პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში პირველი ტაიმი ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა. მეორე ნახევარფინალში ‘ლენსთერმა’ ‘ტულუზს’ 40:17 სძლია.

ჩელენჯ თასს აუცილებლად ეყოლება ქართველი გამარჯვებული. 27 მაისს ფინალში ‘ლიონი’ და ‘ტულონი’ ითამაშებენ.

ნახევარფინალში ‘ლიონმა’ ინგლისურ ‘უოსპს’ 20:18 მოუგო. ფრანგთა რიგებში სრულად ითამაშეს ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა. საღინაძემ ბურთით ხელში 7-ჯერ შეუტია და ჯამში 11 მეტრით წინ წაწია, დაცვაში კი 10 ბოჭვა შეასრულა. ნინიაშვილმა 6-ჯერ შეუტია, 3-ჯერ გაჭრა ხაზი და ჯამში 93 მეტრი იარა. მის ანგარიშზეა 3 ბოჭვა.

‘ტულონმა’ ასევე ინგლისურ ‘სარასენსს’ 25:16 სძლია და მეოთხედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, თუმცა ის ჯერ არასდროს მოუგია. გამარჯვებულთა ძირითადში იყო ბექა გიგაშვილი და მოედანზე 71 წუთი გაატარა. ამ პერიოდში მან ბურთით ორჯერ შეუტია და 4 მეტრით წინ წაიწია, ხოლო დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115571