ფეხბურთი

0:02 | 13.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: "ნავასთან კონკურენცია რთულია, პსჟ-მ ჩვენს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს"

„პარი სენ ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ კეილორ ნავასთან კონკურენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარიზულმა კლუბმა არჩევანი უნდა გააკეთოს. იტალიელი ფიქრობს, რომ სიტუაცია, რომელშიც მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მეკარეები იყვნენ, მისთვისაც რთული იყო და კეილორ ნავასისთვისაც.

მოგეხსენებათ, პსჟ-ს არ ჰყავდა ძირითადი შემადგენლობის გამოკვეთილი მეკარე და მაურისიო პოჩეტინო ხან დონარუმას ათამაშებდა, ხან - ნავასს.

„ჩემს სეზონს დადებითად ვაფასებ. ვიცი, რომ მეტი შემიძლია, ბევრი თამაში არ ჩამიტარებია, მხოლოდ ნახევარი და ეს არც ისე ადვილი იყო, რადგან ასეთ კონკურენციაში ვერ შევძელი მაქსიმუმის ჩვენება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტი შემიძლია.

კეილორ ნავასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ გვესმოდა სიტუაცია, მაგრამ რთული იყო მისთვისაც და ჩემთვისაც. ვფიქრობ, მომდევნო სეზონში ასეთი სიტუაცია არ უნდა იყოს, კლუბმა არჩევანი უნდა გააკეთოს“, - თქვა დონარუმამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა „პარი სენ ჟერმენს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და ყველა ტურნირზე ფრანგული კლუბის ღირსება 23 შეხვედრაში დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114