ფეხბურთი

14:26 | 11.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: "განსაკუთრებული აღარ ვარ რადგან, ერთ დროს "ტოტენჰემიდან" გამათავისუფლეს"

"ტოტენჰემის" ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც ამჟამად "რომას" ხელმძღვანელობს, ინგლისური კლუბიდან განთავისუფლებაზე ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ახსნა, რომ რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევს ყოველთვის იუმორით ცდილობს.

"ახლა ჩემი კარიერისა და ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როდესაც არ მაქვს უარყოფითი ემოციები. ყველაფერს ისე ვიღებ, როგორც არის. დიახ, ტოტენჰემიდან გათავისუფლება ძალიან უსიამოვნო იყო. იუმორით ვრეაგირებ, როცა რამდენიმე ინგლისელ ჟურნალისტთან დიალოგი მაქვს. პრესკონფერენციები მე ყოველთვის ვპოულობ ადგილს ვიხუმრო.

იმედია ამჯერად არ გამიშვებენ. ახლა იმის თქმა შემიძლია, რომ განსაკუთრებული აღარ ვარ, რადგან ერთ დროს "ტოტენჰემიდან" გამათავისუფლეს.

"ტოტენჰემში" ბევრი კარგი ადამიანია, მათ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. თუმცა, ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო, რადგან ამან გზა გამიხსნა რომში. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ", - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ შესაძლოა ჟოზემ ევროთასებზე "რომას" პირველი გამარჯვება მოუტანოს. კონფერენს ლიგის ფინალში რომაელები "ფეინოორდს" ხვდებიან. მატჩი 25 მაისს გაიმართება.

0.113463