კალათბურთი

11:56 | 7.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დალასმა" სერიაში ანგარიში შეამცირა და დონჩიჩი სამმაგი დუბლის ზღვარზე (+VIDEO)

NBA-ს პლეი ოფის მეოთხედფინალური მატჩები თითქმის შუაში გავიდა. დღეს დილით 2 შეხვედრა გაიმართა და „ფილადელფიამ“ და „დალას მავერიქსმა“ სერიაში ანგარიში შეამცირეს.

ლუკა დონჩიჩმა და კამპანიამ კრის პოლი და თანაგუნდელები ამ შეხვედრაში უკან მოიტოვეს. მატჩი თითქოს „ფინიქს სანსმა“ კარგად დაიწყო, მაგრამ პირველივე პერიოდში ჯეისნ კიდის გუნმდა 9 ქულიანი ფორა მოიპოვა, რომელმაც საშუალება მისცა, რომ მთელი ტამაშის განმავლობაში ლიდერის როლში ყოფილიყო. ყველაზე დიდი სხვაობა 18 ქულა იყო, რომელიც 3-ჯერ დაფიქსირდა. „სანსმა“ 2 პერიოდის მოგება შეძლო, მაგრამ ეს ანგარიშს დიდად არ დატყობია და საბოლოოდ „დალასმა“ 103:94 იმარჯვა.

ყველაზე შედეგიანი ჯელენ ბრანსონი იყო, რომელმაც 28 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი გამოიმუშავა. ამერიკელმა 21-დან 10 სროლა გამოიყენა, მათ შორის 5-დან 1 სამქულიანი, 16-დან 9 ორქულიანი და საჯარიმოებში 100%-იანი შედეგი ჰქონდა - 7-დან 7.

ქულების მხრივ მას ლუკა დონჩიჩი მცირედით ჩამორჩა. სლოვენიელმა ფორვარდს 26 ქულა, 13 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 პასი დააკლდა. ლუკამ ბევრი სროლა გააფუჭა, თორემ გაცილებით მარალი შედეგი უნდა ჰქონოდა. მან 25-დან მხოლოდ 11 სროლა გამოიყენა, რომელთაგანაც შორი დისტანციიდან მხოლოდ 2 ჩააგდო და ასევე 18-დან 9 ორქულიანი (50%). საჯარიმო ხაზიდანაც 5-დან 3 გააცუდა, თუმცა +- მაჩვენებელი მაინც ყველაზე მაღალი +20(!) ჰქონდა.

რაც შეეხება „ფინიქსის“ კალათბურთელებს, ჯაე კრაუდერმა 19 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. 18 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა დევინ ბუკერს. დეანდრე ეიტონმა კი 16 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. თითქმის 37 წუთი ითამაშა კრის პოლმა, რომელმაც ტამაში აშკარად ჩააგდო და ამ დროში მხოლოდ 12 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი გაახერხა.

სერიაში წინ ისევ "ფინიქსია" (2:1) ამ გუნდების მეოთხე შეხვედრა კი 8 მაისს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122604