ფეხბურთი

19:56 | 5.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

შმეიხელი: "რეალს" პლეი-ოფში კარგად არ უთამაშია, ფინალში ყოფნას არ იმსახურებს"

ლეგენდარული დანიელი მეკარე პეტერ შმეიხელი მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინალში უფრო ცუდი გავიდა, რომელიც გამარჯვებას არ იმსახურებდა.

„მადრიდის „რეალი“ ფინალში არ უნდა იყოს, ამ ორ მატჩში აშკარად უფრო ცუდი გუნდი იყო. მათ 90-ე წუთზე პირველი საგოლე მომენტიდან გაიტანეს, მეორე მომენტით მეორე გაიტანეს, ხოლო მესამე მომენტიდან მესამე გოლი გაიტანეს.

ვწუხვარ „სიტის“ გამო, რადგან ისინი თამაშს ტოტალურად აკონტროლებდნენ. მათ ნამდვილად ძალიან კარგად ითამაშეს, რაც „რეალს“ არ გაუკეთებია. ვფიქრობდი, რომ „რეალს“ ფინალში გასვლა შეეძლო პირველი მატჩის შემდეგ, მაგრამ საპასუხო თამაში ცუდად ჩაატარეს და მათი გამარჯვება იმედგაცრუებაა. პლეი-ოფში მხოლოდ „ჩელსისთან“ ითამაშეს კარგად, ფეხბურთის საერთოდ ვერაფერს ვიგებ“, - თქვა შმეიხელმა.

შეგახსენებთ, პეტერ შმეიხელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდაა, მაგრამ კარიერის მიწურულს დანიელმა „მანჩესტერ სიტიშიც“ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112532